ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განაგრძობს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს.
5 ივლისს საბა ასლამაზიშვილი კოლეჯის ,,ფაზისი“ სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების თეატრის ცხოვრებით დაინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბა ასლამაზიშვილმა სტუდენტებს შესთავაზა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და თეატრის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. შეხვედრაზე შეთანხმედნენ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მომავალში საქმიან ურთიერთობებს ააგებს ფოთელ მაყურებელთან, რაც ხელს შეუწყობს თეატრის საქმიანობის პოპულარიზებას.