http://phazisi.edu.ge
ფოთის მარინისტული ფესტივალი – 2024.

მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა უნიკალური მარინისტული ფესტივალი, სადაც ჩვენი კოლეჯიც აქტიურად ჩაერთო!

ადგილზე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრები.

პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ირმა გოჩოლეიშვილმა და აბესალომ ჯალაღონიამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში ” პროფესიული სტუდენტების ჩართულობით ჩაატარეს შემდეგი მასტერკლასები :

ნიმუშის აღება ნედლი თევზიდან.

პრეპარატის მომზადება მიკროსკოპირებისთვის.

pH-ის განსაზღვრა ზღვის წყალში.