ქართული ენის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა განსაკუთრებული, შემოქმედებითი და ემოციური აქტივობა – „ყველაზე ლამაზი სიტყვის ხე“, (პროფესიული განათლების მასწავლებელი მაკა ვაშაკიძე).
თავდაპირველად ფურცელზე გამოსახული იყო უსიცოცხლო, ზამთრის შიშველი ხე…
თითოეულმა მონაწილემ შეარჩია მისთვის განსაკუთრებული, ლამაზი და მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ფერად ფოთლებზე დაწერა და სიყვარულით „დააფოთლა“ ხეს.
გულწრფელი სიტყვებითა და ემოციებით, ზამთრის ცარიელი ხე თანდათან გადაიქცა სიცოცხლით სავსე, ფერად და თბილ „სიცოცხლის ხედ“.
აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა – სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ. მათ შეუძლიათ გაათბონ, გაალამაზონ და გააცოცხლონ სამყარო.




