კოლეჯში „ფაზისი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის საინფორმაციო კამპანიის „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში, ონლაინ სივრცეში, Zoom – ის პლატფორმაზე, ღია კარის დღე გაიმართა.
მადლობა მათ, რომ მოგვეცა ამ კამპანიაში ჩართვისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ყველა აქტივობა, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ პროფესიული განათლების მიმართულებით მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია
.
მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – ქალბატონ თამარ ქიტიაშვილს მხარდაჭერისთვის!
მსურველებს გიწვევთ ხარისხიანი პროფესიული განათლების მისაღებად კოლეჯში “ფაზისი”!
რეგისტრაცია მიმდინარეობს და გრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით!

