http://phazisi.edu.ge
შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე


“საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში“. პროექტს ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, ადმინისტრაციის წევრები, პროფესიული მასწავლებლები.

შეხვედრას უძღვებოდა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.