თემატიკა – ,, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები, ძალადობისგან დაცვის მექანიზმები, შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მოპოვების პროცედურები. – შეხვედრას უძღვებოდა ბატონი ლევან პაპავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, ადმინისტრაციის წევრები, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო “სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოსა და გენდერის დეპარტამენტის ორგანიზებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.