სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი”, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი გახლდათ უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებზე ინფორმირება და ხაზგასმა იმისა, რომ უკანონო მიგრაცია, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ყველა შემთხვევაში წარმოშობს სირთულეებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის დონეზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია,სწავლა საზღვარგარეთ, საქართველოში დაბრუნება და სხვა.