http://phazisi.edu.ge
ჩვენი კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძემ, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ხობი-ნოჯიხევის განყოფილებაში.

ჩვენი კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ხობი-ნოჯიხევის განყოფილებაში.

შეხვედრის ფარგლებში დირექტორმა პროფესიული განათლების სტუდენტებსა და მსმენელებს გააცნო დაგეგმილი სიახლეები და სტუდენტების მოსაზრებები მოისმინა. მან ისაუბრა ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა გაიმართა ღია დიალოგის ფორმატში, სადაც სტუდენტებმა თავისუფლად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.