ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა”ელექტროობა” ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტია ნომინაციაში ” პროფესიული განათლების პროგრამა”
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემოსული განაცხადები შეაფასა და ნახევარფინალისტები შეარჩია, ხოლო 27-28 ნოემბერს შეხვედრა და გასაუბრება გამართა ფინალისტების გამოსავლენად.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
პროფესიული განათლების 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, სადაც წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.