ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა გივი ღვანიამ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაში – „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“ ,სადაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „პრაქტიკული პროექტი – სწავლების თანამედროვე მეთოდი პროფესიულ განათლებაში“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს.
ვამაყობთ ჩვენი გუნდის პროფესიონალებით და მათ მიერ შეტანილი წვლილით პროფესიული განათლების განვითარებაში!

