http://phazisi.edu.ge
ჩვენი კოლეჯის სტუდენტები აგროსტიპენდიანტები გახდნენ!

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა – ლუკა სვეტლიჩნიმ (ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში) და მედეა ტყემალაძემ (ფერმერი მემცენარე) – „აგროსტიპენდიები“ მიიღეს!

ასევე, აგროსტიპენდიანტი გახდა პროფესიული მომზადების პროგრამის „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურის მოყვანა დახურულ გრუნტში” მსმენელი ლევან კვაშილავა.

ეს წარმატება მათ შრომის, მონდომებისა და ცოდნისკენ სწრაფვის აღიარებაა. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც!