ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორის, Eberhard Schock Stiftung-ის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ერთკვირიანი ვორკშოპი: „ხის ავეჯის წარმოება დურგლის პროფესიაში – განვითარების გზა დასაწყისიდან დღემდე“.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
ხის ავეჯის წარმოების ძირითად ტექნიკებსა და კონსტრუქციულ თავისებურებებს
მათი პრაქტიკული გამოყენების თანამედროვე მიდგომებს
პრაქტიკული მაგალითების შექმნას, როგორც ხელის ინსტრუმენტების, ასევე დანადგარ-მექანიზმების გამოყენებით
პროცესს უძღვება სადურგლო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი – დევიდ იუნგჰანსი.
ვორკშოპში მონაწილეობენ როგორც ჩვენი კოლეჯის , ასევე სხვა კოლეჯების სადურგლოს მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლები, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ვორკშოპი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ პრაქტიკული უნარები თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში.





