http://phazisi.edu.ge
ჩვენმა კოლეჯმა ღირსეულად წარადგინა საკუთარი კოლექცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდის კონკურსის ღონისძიებაზე.

ჩვენმა კოლეჯმა ღირსეულად წარადგინა საკუთარი კოლექცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდის კონკურსის ღონისძიებაზე.

კოლექციის კონცეფცია — „კოლხური მოტივები“

ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი ფოთი და კოლხეთის უნიკალური კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობა. კოლექციის მიზანი იყო ამ სიმდიდრის თანამედროვე მოდის ენით გადმოცემა — ფოთის წარსულის, აწმყოსა და სულიერი სამყაროს ერთიანი კონცეფციით.

ფოთის შუქურა — მარადიული სინათლის, გამძლეობისა და წინსვლის სიმბოლო;

კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა — ჰარმონიისა და ენერგიის მახასიათებლები;

მითიური მედეა — ქალის სიძლიერის, სილამაზისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო.

კოლექციაში შერწყმულია ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიები. ფერთა პალიტრა — წითელი, ცისფერი, მწვანე და თეთრი — გამოხატავს ბუნებრივ ტონალობას და შინაარსობრივ სიმბოლიზმს. დიზაინს ახასიათებს მინიმალიზმი, გეომეტრიული ფორმები და ორნამენტული ელემენტები, რაც კოლექციას განასხვავებს და განსაკუთრებულ ვიზუალურ იდენტობას ანიჭებს.

კონკურსის მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის მოტივაციის ამაღლება მოდის სფეროში და საჯარო-კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

გულწრფელი მადლობა ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სამკერვალო წარმოება“ პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაწეული შრომისა და შემოქმედებითი წვლილისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ რუსუდან პერტაიას კოლექციის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილისთვის.