http://phazisi.edu.ge
წარმატებით დასრულდა ერთკვირიანი ტრენინგ კურსი – „მზის ელექტრო სადგურების პროექტირება, მონტაჟი და ექსპლუატაცია“.

📚 კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრული სისტემების, მათი კომპონენტების მუშაობის პრინციპების შესწავლის, სამონტაჟო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების მიზნით.

🌞 ტრენინგის შედეგად გადამზადდა 21 მსმენელი, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ განახლებადი ენერგიის განვითარებაში.

👨‍🏫 ტრენინგის ჩატარებაში ასისტირებას უწევდნენ ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ პროფესიული განათლების მასწავლებლები – მერაბი გადელია და გოგი კვარაცხელია.

🤝 აღნიშნულ კურსში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები:

🔹 სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“.

🔹 სსიპ კოლეჯი „ლაკადა“.

🔹 სსიპ კოლეჯი „ჰორიზონტი“.

🔹 სსიპ კოლეჯი „იბერია“.

🔹 სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.

🔹 კოლეჯი „მოდუსი“.

🔹 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

🔹 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

🔹 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

🌟 ტრენინგი ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, Eberhard-Schöck-Stiftung და Euro Solar Georgia მხარდაჭერით.

მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ენთუზიაზმისთვის!