http://phazisi.edu.ge
წარმატებით დასრულდა თეორიულ-პრაქტიკული სემინარი “მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება”.

Eberhard Schock Stiftung ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული სემინარის ფარგლებში საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა შეიძინეს თანამედროვე თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მზის ელექტროსადგურების გაანგარიშების, მონტაჟისა და მომსახურების მიმართულებით.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს წარმატებით დასრულებული სემინარის აღსანიშნავად გადაეცათ სერტიფიკატები.

მადლობას ვუხდით Eberhard Schock Stiftung ფონდს მხარდაჭერისთვის, ლექტორს, ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს პროფესიული განვითარებისადმი გამოჩენილი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს სემინარის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენებას!