http://phazisi.edu.ge
წიგნი საუკეთესო საჩუქარია!

📚 დღეს კოლეჯის ბიბლიოთეკაში სიყვარულით და ხალისით შევიკრიბეთ წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღის წინა დღეს. ქალბატონი მაკა ვაშაკიძის გასაოცარი ინიციატივით, კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღეთ და თითოეულმა ჩვენგანმა გაიგო, ვის გაახარებს ხვალ წიგნით.

🎁 ყველაზე საინტერესო კი წინაა – ხვალ, 14 თებერვალს, როდესაც მთელი მსოფლიო წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, გადავცემთ ჩვენს გულით შერჩეულ წიგნებს.

✨ შემდეგი შეხვედრა კი 23 აპრილს, წიგნის მსოფლიო დღეს გველოდება, სადაც ერთად განვიხილავთ წაკითხულს და გავუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.