http://phazisi.edu.ge
14 თებერვალი წიგნის ჩუქების დღეა!

📙 წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშრებით პროექტის “წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები” განხორციელება დაიწყო.

📕 პროექტს მოდულის “კომუნიკაცია ქართულ ენაზე ” პროფესიული განათლების მასწავლებელი მაკა ვაშაკიძე და ინტეგირებული ჯგუფების პირველკურსელები ინტერესით გამოეხმაურნენ.

📚 მათივე თხოვნით პროექტში ჩაერთო კოლეჯის დირექტორის მოადგილე სოფიო ტურავა და კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე.

კენჭისყრა, ჟანრების შერჩევა, წიგნის შეძენა და ჩუქება სახალისო და საინტერესო პროცესი იყო, თუმცა მთავარი წინაა, წაკითხული წიგნების შინაარსის გაზიარება სასიამოვნო გარემოში.

🔶 პროექტი დასრულდება 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს!