http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი”, ,,ფოთის ქალთა კლუბის” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

🔰დღეს, სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი”, ,,ფოთის ქალთა კლუბის” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო: ძალადობის ფორმები, გენდერი და გენდერული თანასწორობის პრინციპები, პრევენციის ეროვნული მექანიზმები და სტრატეგია.

🔰შეხვედრას მოწვეული სტუმრები, კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

✅გამომსვლელები შეეხნენ ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერსა და გენდერული თანასწორობის შესახებ საკითხებს, ისაუბრეს ბულინგზე სასწავლო დაწესებულებებში, როგორც ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე.

✅საინტერესო მოხსენებებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.