http://phazisi.edu.ge
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.

კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” პროფესიული სტუდენტები გამოეხმაურნენ ამ მნიშვნელოვან თარიღს, ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, მოიყვანეს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევის შესახებ. დაამზადეს პოსტერები, ბუკლეტები, რომელიც მოგვიწოდებს გავხდეთ კიდევ მეტად ტოლერანტულები .

“ტოლერანტობა არის გააზრება იმისა, რომ ადამიანი ადამიანია და ის წარმოადგენს კაცობრიობას. “

“ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა მოგექცნენ შენ.”