http://phazisi.edu.ge
2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ეს დღე 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გამოცხადდა, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ამ დღის აღნიშვნის უმთავრესი მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მხარდაჭერაა.