http://phazisi.edu.ge
20 სექტემბერი – გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღე.

ℹ️ დღეს, გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღეს, ჩვენს კოლეჯში გაიმართა მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა. გვქონდა პატივი გვემასპინძლა გამოცდილი სპეციალისტებისთვის:

💜 “კიბოს პრევენცია. სკრინინგი საქართველოში. – მე ვებრძოდი კიბოს!”

👤 მომხსენებელი: ქეთი ბოჭორიშვილი, „ვიტაე-სიცოცხლისათვის” დამფუძნებელი და ყოფილი ონკოპაციენტი.

💜 “ქალთა ჯანმრთელობა, გინეკოლოგიური სიმსივნეები, პაპილომა ვირუსი და აპვ. ვაქცინაცია, სტიგმა, როლი და მნიშვნელობა”.

👤 მომხსენებელი: სოფიო თათარიშვილი, მეან-გინეკოლოგი.

🗣️ შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

🙏 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვანი თემის გარშემო ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაზიარებისთვის!