http://phazisi.edu.ge
4 ივლისს კოლეჯში გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში საბჭოს წევრებმა ერთობლივად იმსჯელეს კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რაც გულისხმობს სასწავლებლის გრძელვადიან მიზნებსა და წინსვლის სტრატეგიებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განხილვას — დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი კოლეჯის იდენტობას, პრინციპებსა და საზოგადოებრივი როლის ხედვას.

მადლობას ვუხდით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს კონსტრუქციული დიალოგისა და განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო ამყარებს კოლეჯის პასუხისმგებლიან და ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარებას.