ფესტივალი განხორციელდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ, ადგილობრივი პარტნიორებისა და მეწარმეების ჩართულობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) და დანიის მთავრობა.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯმა წარადგინა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამის მიზნებზე, სწავლების შინაარსსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც განახლებადი ენერგეტიკის სფერო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
მოხარულები ვართ, რომ მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა ხელს უწყობს მწვანე უნარების განვითარებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი მომავლის მხარდაჭერას.
მწვანე მომავალი ჩვენი ეზოდან იწყება — ცოდნით, განათლებით და პასუხისმგებლობით!





