„სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში ვიმყოფებოდით ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში, პროგრამაზე ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა”.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯის შესახებ, გავაცანით მათ პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. მივიღეთ მოსწავლეებისგან უკუკავშირი მათი უნარების თაობაზე, აღნიშნულ პროფესიასთან მიმართებაში.