დღეს, სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი”, ,,ფოთის ქალთა კლუბის” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო: ძალადობის ფორმები, გენდერი და გენდერული თანასწორობის პრინციპები, პრევენციის ეროვნული მექანიზმები და სტრატეგია.
შეხვედრას მოწვეული სტუმრები, კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
გამომსვლელები შეეხნენ ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერსა და გენდერული თანასწორობის შესახებ საკითხებს, ისაუბრეს ბულინგზე სასწავლო დაწესებულებებში, როგორც ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე.
საინტერესო მოხსენებებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.