გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომითა და პარტნიორობით, სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” პრაქტიკული სამუშაოების გასავლელად, ერთ კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანელი პრაქტიკოსი ხელოსნები ხის დამუშავების მიმართულებით, რომლებმაც ანალოგიური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
სტუმრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ჩვენს სტუდენტებს. ერთად დაამუშავეს პროექტი და შექმნეს არაჩვეულებრივი, მოძრავი მაგიდა ხელსაწყოებისათვის. პროექტს ჩვენი კოლეჯის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ხის მხატვრული დამუშავება” მასწავლებელი, ბატონი ლაშა შამათავა ხელმძღვანელობდა.
სტუმრები განსაკუთრებით ხეზე ნაკვეთი ქართული ორნამენტებით დაინტერესდნენ. ჩვენმა მასწავლებელმა მათ ჩაუტარა მასტერკლასი და ერთობლივი ძალებით არაერთი ქართული ორნამენტი ამოკვეთეს ხეზე.
Vielen Dank Jungs, es war sehr interessant mit euch zu arbeiten!