http://phazisi.edu.ge
სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა საჯარო სკოლებში

🔰„სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში ვიმყოფებოდით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლაში, პროგრამაზე ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა”.

✅მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯის შესახებ, გავაცანით მათ პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. მივიღეთ მოსწავლეებისგან უკუკავშირი მათი უნარების თაობაზე აღნიშნულ პროფესიასთან მიმართებაში.