„სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა” და ,,თმის ვარცხნილობები”.
მოსწავლეებს კოლეჯის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე შეხვდა.
მოსწავლეებს ადგილზე ჩაუტარდათ მასტერკლასები.