http://phazisi.edu.ge
კოლეჯში სადურგლოს სახურავზე დამონტაჟდა მზის ელეტრო სადგური.

✅სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ხის მხატვრული დამუშავება” ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საქველმოქმედო ფონდთან Eberhard-Schöck-Stiftung. პროგრამის ფარგლებში გერმანელ ექსპერთა ჯგუფი თვეში ერთხელ სტუმრობს კოლეჯს და სტუდენტებს უტარებენ ერთ კვირიან მასტერკლასებს. ფონდის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს სადურგლოს კეთილმოწყობა.

💡კოლეჯში სადურგლოს სახურავზე დამონტაჟდა მზის ელეტრო სადგური.

💡პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელეტროობა” სტუდენტებისთვის მიმდინარეობს ორ დღიანი სემინარი მზის პანელების მონტაჟსა და გამოყენებასთან დაკავშირებით. სტუდენტები შეისწავლიან მზის ელექტროსადგურის აწყობას, დაყენებას და დამონტაჟებას რეალურ გარემოში.

🔰ამასთან დაკავშირებით დღეს სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” მოეწყო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, Eberhard-Schöck-Stiftung ის პროექტების მენეჯერი ბატონი მარსელ ბლესინგი-შუმილინი, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ბატონი მამუკა პაპასკირი და ბატონი ლექსო თოდუა, ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი ბატონი ზაალი კვინჩია, კომპანია Eurosolar – ის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე, PV Georgia -ს დირექტორი ბატონი ირაკლი ბაბუნაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები კოლეჯის სტუდენტებთან ერთად.