კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ ფრანგული პროფესიული კოლეჯების – Nelson Mandela Highschool in Poitiers და Lycée du Pays d’Aunis წარმომადგენლები.
სტუმრები გაეცნენ კოლეჯის მიმდინარე საქმიანობას, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ფრანგ ექსპერტებთან წამოწყებული პარტნიორობის მიზანია პროფესიული განათლების ფრანგულ მოდელზე დაყრდნობით, დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში წახალისდეს ხის დამუშავების პროფესიული განათლება და ამ მიმართულებით გაძლიერდეს ახალგაზრდების უნარ-ჩვევები.