დღეს კოლეჯში “ფაზისი” ღია კარის დღე მოეწყო. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, გაცნობოდა კოლეჯში განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, ჩართულიყო სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკულ სახალისო აქტივობებში და გაეკეთებინა თავისი არჩევანი
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამის – “შინმოვლა- ექთანი” წარმატებულ კურსდამთავრებულებს, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ
მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელ პირებს – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის ქალთა საბჭოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ჩვენს საიმედო პარტნიორებს – დამსაქმებლებს, რომლებიც დღეს კოლეჯის სტუმრები იყვნენ.