პროგრამის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები მიიღებენ საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს “ჩიხი” პროფესიულ განათლებაში აღარ არსებობს
მოდული – კომუნიკაცია ქართულ ენაზე, თემა – მოგზაურობა. სამუშაო ითვალისწინებს შესასწავლ ლიტერატურასთან ერთად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, მოგზაურობასა და მოგზაურობაზე დამოკიდებულ სხვადასხვა უნარ-ჩვევებზე მუშაობას.
სამოგზაურო მარშუტად შეირჩა იმერეთი (ქუთაისი, დიდი ჯიხაიში).
1. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი (დიდი ჯიხაიში).
2. გელათის მონსატერი (ქუთაისი).
სამზადისი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. სამივე ინტეგრირებულ ჯგუფს კონკრეტული დავალების შესრულება დაევალა.
1. სარესტორნო მომსახურება – მენიუს შედგენა, რომელი კერძები შეესაბამება მოგზაურობას.
2. სასტუმროს მომსახურება – საინტერესო აქტივობების დაგეგმვა.
3. კომპიუტერული ქსელები და სისტემები – საჭირო თანხის განსაზღვრა, შეგროვება, განკარგვა.
რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა – სტუდენტები ასე აფასებენ მოგზაურობისას მიღებულ განცდებს. როგორც თავად ჰყვებიან, ბევრმა ფაქტმა სასიამოვნოდ გააკვირვა, ბევრი რამ პირველად მოისმინეს და შეიმეცნეს.
ქალაქ ფოთის თავის, ნიკო ნიკოლაძის, პიროვნების კარგად გაცნობამ სტუდენტები ბევრ საინტერესო თემაზე დააფიქრა.
განსაკუთრებით ემოციური გელათის აკადემიის კედლებში მოსმენილი ლექცია აღმოჩნდა და გიდის შექებას დაიმსახურეს.
სტუდენტებს შორის თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, დამეგობრდნენ, ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომრები და სახალისო თამაშებშიც აქტიურად ჩაერთნენ, რადგან არაფორმალური გარემო ურთიერთობების განმსაზღვრელია.
მოგზაურობა ნაყოფიერი აღმოჩნდა !