სსიპ კოლეჯი “ფაზისი” ულოცავს პროფესიული განათლების მასწავლებელს რუსუდან პერტაიას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მას!
გაიცანით რუსუდან პერტაია, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული.
,,ფოთში, პროფესიულ კოლეჯ ,,ფაზისში” დაარსების დღიდან ვმუშაობ და ტანსაცმლის მოდელირებას, კერვას და ქარგვას ვასწავლი.
სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ვარ, დიდი ხანია თავად ვქმნი სამოსს და ჩემი მომხმარებლებიც მყავს.
კერვასთან ერთად მინდოდა ქარგვაც ამეთვისებინა, რადგან მუშაობის პროცესში ვხედავდი, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იყო; თუმცა ქარგვისთვის სათანადო ტექნიკა საკმაოდ ძვირადღირებულია და აქამდე შეძენა ვერ მოვახერხე, ვიდრე საგრანტო კონკურსში არ გავიმარჯვე.
ამ ეტაპზე შემიძლია ჩემი მომხმარებლის გემოვნება დავაკმაყოფილო – შევთავაზო ხარისხიანი ნაწარმი.
ვგეგმავ შევქმნა სამოსი და სარეალიზაციოდ გავიტანო, როგორც რეგიონის, ისე დედაქალაქის ბაზრებზე. ვფიქრობ, მრავალფეროვანი ნაწარმის შეთავაზებით მნიშვნელოვნად გავზრდი გაყიდვების მაჩვენებელს.”
Meet Rusudan Pertaia, one of the beneficiaries of small grants entrepreneurs support program APMTerminals4Poti – ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის.
,,I have worked at the Phazisi Vocational College in Poti since the day of its establishment, and teach modelling, sewing and embroidery.
I graduated from the Art Academy, and have been creating clothes for a long time, gaining a portfolio of customers. Along with sewing, I also wanted to offer embroidery, because in the course of my work I saw that there was a demand for embroidered work from my clients. However, the proper resources for embroidery are quite expensive and I could not buy them until I won the grant competition. Now I can satisfy the tastes of my customers and offer quality products.
My next step is to make clothes in advance and sell them in both the region and the capital. I think that by offering a variety of products I will significantly increase my sales.”