პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ,,საოფისე საქმე“
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 8 ოქტომბერი
თანამდებობრივი სარგო: საათობრივი – 15 (თხუთმეტი) ლარი საათში
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. №54
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ფუნქციები:
-ასწავლოს პროფესიულ სტუდენტს, დოკუმენტების რეკვიზიტებისა და ბლანკების გაფორმება; კორესპონდენციის ორგანიზება;
– ასწავლოს პროფესიულ სტუდენტს კორესპონდენციის ორგანიზება; საინფორმაციო-საცნობარო დოკუმენტების წარმოება; ნორმატიული აქტების გამოყენება;
– ასწავლოს პროფესიულ სტუდენტს მმართველობითი დოკუმენტების მომზადება; დოკუმენტების არქივისთვის გადასაცემად მომზადება;
– მოამზადოს პროფესიული სტუდენტი იმგვარად, რომ მან შეძლოს ადმინისტრაციული ასისტირება; საორგანიზაციო დოკუმენტების პროექტების მომზადება; საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა; საფინანსო დოკუმენტებთან მუშაობა; საოფისე და სამეურნეო მარაგების მართვა;
– ასწავლოს პროფესიულ სტუდენტს მენეჯმენტის ზოგადი კონცეფციები და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება.
ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა დისციპლინაზე;
მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება/შემუშავებაში;
უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლებას;
მოთხოვნები:
სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური და/ან დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სასურველია – აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word კარგი
Microsoft Office Excel კარგი
Microsoft Office Outlook კარგი
Microsoft Office PowerPoint კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 0493 27 53 05
ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge
თემა – “Subject”ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
მისამართი: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. N 54
დამატებითი მოთხოვნები:
საქმისადმი ერთგულება;
გუნდური მუშაობის უნარი – პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
დისციპლინირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსი ცხადდება სსიპ კოლეჯის ,,ფაზისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,საოფისე საქმე“ პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციის დასაკავებლად.
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
კონკურსს ჩაატარებს კოლეჯის “ფაზისი” ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).
გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიურის შესახებ, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
კოლეჯში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადებების/CV გადარჩევა
პროგრამის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი
გასაუბრება