დღეს, მორიგი ღია კარის დღე ფოთის კოლეჯში სსიპ კოლეჯი “ფაზისი” ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელსაც -მდე დაინტერესებული პირი დაესწრო.
შეხვედრაზე მონაწილეებს მიესალმნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და კოლეჯის პარტნიორი კომპანია „შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი გუჯაბიძე.
კოლეჯის ადმინისტრაციამ სწავლის მსურველებს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები და რეგისტრაციის პროცედურები გააცნეს.
შეხვედრა ათასწლეულის ფონდისა და Gudavadze Patarkatsishvili Foundation-ის საინფორმაციო კამპანიის „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში ჩატარდა.