კოლეჯში „საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციასა“ და სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ბაკურაძემ და ასოციაციის გენერალურმა მდივანმა – ბატონმა ალექსანდრე საკანდელიძემ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები, პირველ ეტაპზე, კოლეჯის ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოჯიხევის განყოფილებაში განხორციელდება.