თემატიკა – ,, სახალხო დამცველის მანდატი, უფლებამოსილება, საქმიანობისა და რეაგირების ფორმები. მომართვის შესაძლებლობები” – შეხვედრას უძღვებოდა ბატონი ლევან პაპავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, ადმინისტრაციის წევრები, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო “სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოსა და გენდერის დეპარტამენტის ორგანიზებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.