26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებების 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის, დაჯილდოვდა ჩვენი კოლეჯის პროფესიული სტუდენტი სალომე გურგენაძე (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება”). წარმატებები სალომეს.