http://phazisi.edu.ge
ვაკანსია!!!

პოზიციის დასახელება : საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი

დაწესებულება : სსიპ კოლეჯი“ფაზისი“

განცხადების მიღების ბოლო ვადა : 5 ივნისი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები :

– უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას და ზედამხედველობს, როგორც მოდულის „საწარმოო პრაქტიკის“, განხორციელებას, ასევე სასწავლო პრაქტიკას საწარმოში;

– უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთათვის/მსმენელთათვის პრაქტიკის ადგილების მოძიებას;

– ხელმძღვანელობს  პროფესიულ  სტუდენტთა/მსმენელთა პრაქტიკის ობიექტებზე განაწილების პროცესს;

– უზრუნველყოფს კოლეჯის მიერ საწარმოსთან, პრაქტიკის ადგილებზე პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა განთავსებისათვის საჭირო  დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას;

– შეიმუშავებს და ხარისხის მართვის მენეჯერს წარუდგენს დოკუმენტის პროექტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების  შესახებ;

მოთხoვნები :

– უმაღლესი (მაგისტრის/ბაკალავრის ხარისხი)/პროფესიული

– უცხო ენა: ინგლისური, რუსული

კომპიუტერი: უნდა ფლობდეს მინიმუმ საოფისე და საპრეზენტაციო პროგრამებს.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  •  მონაცემთა შეგროვების და ანალიტიკური უნარები, მათ შორის ელექტრონული სისტემების გამოყენებით;
  •  სახელმწიფო ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

– კარგი ინტერპერსონალური უნარები;

დამატებითი ინფორმაცია :

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.collegephazisi@yahoo.com ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.