http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯი “ფაზისი” შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.

🔸 აღნიშნულის ფარგლებში, კოლეჯში ჩატრდა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა პროკურატურის წარმომადგენელი ემელიანე ბერაია. განხილულ იქნა მოცემული გამოწვევებისა და პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზები, ასევე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.

🔸 შეხვედრას ესწრებოდნენ ,,ფოთის ქალთა კლუბი”, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოამდგენლები.

🔶 აღსანიშნავია, პროფესიული განათლების სტუდენტების ჩართულობა ამ კამპანიაში.