გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან აგრარული მიმართულების 32 სტუდენტი 500, 1000 და 1500 ლარიანი სტიპენდიებით დაჯილდოვდა.
დაჯილდოებულთა შორის არიან სსიპ კოლეჯის “ფაზისი” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში” პროფესიული სტუდენტი გიორგი კილასონია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ფერმერობა მეთევზეობაში” პროფესიული სტუდენტი მირანდა ჯიქია.
მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში.
დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და თენგიზ ნასარიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვულოცავთ 2023-2024 წლის სტიპენდიანტებს და პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ!