22 აპრილს ჩატარდა გასვლითი ვიზიტი მოდულების “თევზის საარსებო გარემოს ოპტიმიზაცია”, “თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება და პირველადი დამუშავება” (პროფ. მასწავლებელი ნაირა ნადარაია) “თევზიდან და ზღვის პროდუქტებიდან, თევზის საკვებიდან და თევზის საარსებო გარემოდან ნიმუშის აღება” (პროფ. მასწავლებელი ირმა გოჩოლეიშვილი) პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში გეჯეთში, ინდ. მეწარმე აბესალომ ჯალაღონიას თევზის საინკუბაციო მეურნეობაში.
საწარმოო პრაქტიკის პროცესში მონაწილეობდნენ სსიპ კოლეჯი “ფაზისი” “ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში”(პროგრამის ხელმძღვანელი ნათელა ლაშხია) და “”თევზის გადამუშავება”(პროგრამის ხელმძღვანელი ნაირა ნადარაია) პროგრამების პროფესიული სტუდენტები.
მათ წარმატებით შეასრულეს შემდეგი აქტივობები: განახორციელეს წყლის ნიმუშების აღება ტბორებიდან, მოამზადეს ცოცხალი თევზი ტრანსპორტირებისათვის, ამოიყვანეს ტბორიდან სხვადასხვა სახეობის თევზები, მოახდინეს მათი გადასმა შესაბამის ტბორებში შემდეგი საინკუბაციო პროცესისთვის.
ასევე, სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვლევი ცენტრის თანამშრომლების (რუსუდან ბარკალაია, ელდარ კაშია) მიერ განხორციელებული კობრის ახალი ჰიბრიდული ჯიშის “ფარიონი” ბონიტირებისა და ექსტერიერული მონაცემების შეფასების პროცესში.