14-19 ივლისს Eberhard-Schöck-Stiftung მოწვეული ექსპერტის დავიდ იუნგჰანსის მიერ ჩატარდა სასწავლო სემინარი ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებით.
სემინარს ესწრებოდნენ,როგორც სსიპ კოლეჯის “ფაზისი” , ასევე სსიპ კოლეჯის ,,ლაკადა” აღნიშნული მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლები.
სწავლების პროცესი მრავალფეროვანი და დატვირთული იყო პრაქტიკული და თეორიული საკითხებით.