კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის , რომელშიც ახალი ინიციატივის ფარგლებში პროფესიული განათლება შედის და მე-11 კლასის მოსწავლეებს ვებ – ტექნოლოგიების შესწავლა შეეძლებათ . პროექტი საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ხორციელდება.
ეს ინოვაციური მიდგომა მიზნად ისახავს მოსწავლეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ მომზადებას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის. ვებ ტექნოლოგიების შესწავლა არა მხოლოდ გააფართოებს მოსწავლეების ცოდნას ციფრულ სფეროში, არამედ გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.