პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ დირექტორის მოადგილე და კოლეჯის იურისტი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.
განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
სტუდენტთა აკადემიური უფლებები და მოვალეობები.
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციები.
საჩივრებისა და წინადადებების წარდგენის პროცედურები.
დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოლეჯის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს მათი აკადემიური მიზნების მიღწევაში.
იურისტმა კი დეტალურად ახსნა სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები, მოვალეობები და დაცვის მექანიზმები.
შეხვედრა იყო ინტერაქტიული – სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.