http://phazisi.edu.ge
გაიცანით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები!

⚡ სსიპ კოლეჯი “ფაზისის” ელექტროობის პროგრამა.

📍 სწავლება მიმდინარეობს კოლეჯის ფოთისა და ხობის ლოკაციებზე, რაც პროგრამისადმი ხელმისაწვდომობას ზრდის.

➡️ პროგრამა უფასოა – სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

➡️ წარჩინებული სტუდენტები კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ სტიპენდიანტები ხდებიან და ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

➡️ პროგრამა აქცენტს აკეთებს გენდერულ თანასწორობაზე. პროგრამაში მრავალი ქალია ჩართული და ისინი ისეთივე წარმატებით არიან დასაქმებული, როგორც ვაჟები.

☀️ პროგრამა მოიცავს მზის ელექტრო სადგურების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სასწავლო კურსს, რომელიც ხორციელდება გერმანელი და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით და ინდუსტრიის ჩართულობით.