http://phazisi.edu.ge
დღეს ჩვენს კოლეჯში გაიმართა რიგით მეორე სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე “ადრეულ ასაკში სწავლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”!

კონფერენცია გამორჩეული იყო თავისი მრავალფეროვანი და ინტერაქტიული ფორმატით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს უახლესი მიდგომები ბავშვთა განვითარებისა და სწავლების მეთოდების შესახებ. გაიმართა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, რომლებმაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა სწავლების პროცესის გააზრება.

განსაკუთრებით ფასეული იყო გამოცდილების გაზიარება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების გზებზე და ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვის შესახებ.

მადლობა ყველა მონაწილეს ასეთი შთამბეჭდავი და ნაყოფიერი დღისთვის!