http://phazisi.edu.ge
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ინფორმაციის ტექნოლოგია” სტუდენტების პრეზენტაციები.

დღეს ჩვენს კოლეჯში საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ინფორმაციის ტექნოლოგია” სტუდენტების პრეზენტაციებმა. პროფესიული განათლების მასწავლებლის მერი რიჟამაძის ხელმძღვანელობით, მათ წარმოადგინეს თანამედროვე და აქტუალური თემები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, რობოტექნიკა და სხვა.

ღონისძიებას თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს და სტუდენტებთან ერთად საინტერესო დისკუსიებში ჩართულიყვნენ.

კოლეჯის დირექტორმა, ნინო ბაკურაძემ, პროფესიულ სტუდენტებს გადასცა მადლობის სიგელები მათი აქტიური ჩართულობისთვის და საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებისთვის ჩატარდა ექსკურსია კოლეჯის სივრცეში, სადაც მათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე.