კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრული სისტემების, მათი კომპონენტების მუშაობის პრინციპების შესწავლის, სამონტაჟო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების მიზნით.
ტრენინგის შედეგად გადამზადდა 21 მსმენელი, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ განახლებადი ენერგიის განვითარებაში.
ტრენინგის ჩატარებაში ასისტირებას უწევდნენ ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ პროფესიული განათლების მასწავლებლები – მერაბი გადელია და გოგი კვარაცხელია.
აღნიშნულ კურსში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები:
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“.
სსიპ კოლეჯი „ლაკადა“.
სსიპ კოლეჯი „ჰორიზონტი“.
სსიპ კოლეჯი „იბერია“.
სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.
კოლეჯი „მოდუსი“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, Eberhard-Schöck-Stiftung და Euro Solar Georgia მხარდაჭერით.
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ენთუზიაზმისთვის!





