1 მაისს, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ჩვენი კოლეჯის ხობი – ნოჯიხევის ლოკაცია.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მასწავლებელთა დაკავშირება არა მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არამედ აგრარული ინფორმაციისა და ცოდნის სისტემაში მოქმედ ინოვაციურ ორგანიზაციებთან. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და პრაქტიკებს.
სტუმრებს უმასპინძლა კოლეჯის დირექტორი, ქალბატონი ნინო ბაკურაძე, რომელმაც გააცნო კოლეჯის მიმდინარე საქმიანობა და მომავლის ხედვა სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების განვითარებაში.


